კომპანიის შესახებ
შპს „NEW ENERGY“ დაარსდა 2010 წელს. კომპანია წარმოადგენს სამშენებლო და ლითონის კონსტრუქციების დამამზადებელ კომპანიას. მისი ძირითადი საქმიანობაა უძრავი ქონების პროექტირება, მშენებლობა და რემონტი.
ჩვენ მზად ვართ დამკვეთს შევთავაზოთ მომსახურების სრული პაკეტი — საპროექტო სამუშაოებით დაწყებული, ობიექტის ექსპლუატაციაში ჩაბარებით დასრულებული. ჩვენი პრიორიტეტია ადამიანებს შევუქმნათ კომფორტი და ჩვენ მიერ შესრულებული სამუშაოები იყოს ხარისხიანი.
სამშენებლო კომპანია დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური ინჟინერ-მშენებლებით, რომლებსაც 14 წელზე მეტი სამუშაო გამოცდილება აქვთ. ეს საშუალებას გვაძლევს მშენებლობა განვახორციელოთ დამკვეთის მოლოდინების შესაბამისად და, რაც მთავარია, დათქმულ ვადებში.
მშენებლობისას ვიყენებთ მაღალი ხარისხის ბეტონსა და არმატურას. ჩვენი მიზანია, აშენებული ობიექტები იყოს უსაფრთხო და აკმაყოფილებდეს შესაბამისი სამშენებლო ნორმებისა და წესების მოთხოვნებს. კომპანია იღებს პასუხისმგებლობას შესრულებულ სამუშაოებზე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.
ჩვენ გთავაზობთ დეტალურ ხარჯთაღრიცხვას, სადაც ყველა ხარჯი გამჭვირვალეა და სამუშაოები გაწერილია. ასევე, შესაძლებლობა გაქვთ უწყვეტ რეჟიმში ონლაინ ადევნოთ თვალი თქვენს მშენებლობას.
თუ გსურთ თქვენი უძრავი ქონება ააშენოს პროფესიონალების გუნდმა, მიიღოთ ხარისხიანი მშენებლობა და დაზოგოთ დრო და ენერგია, დაგვიკავშირდით!